რუსეთის პრეზიდენტის განცხადება

03 სექ 2026

‘’უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე კონსტრუქციული სამშვიდობო მოლაპარაკებების შანსი არსებობს’’ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.  

ვლადიმერ პუტინმა  ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შეთანხმებას, პირველ რიგში, თავად რუსეთმა და უკრაინამ უნდა მიაღწიონ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან აშშ და ჩინეთი, მუდმივად აქცევენ ყურადღებას ამ საკითხს „და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს, პირველ რიგში, მშვიდობიანი გზით“.

პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონტაქტები სპეცსამსახურების მეშვეობით გრძელდება.