ნიკოლ ფაშინიანი - „თუ რუსეთი სამხედრო ბაზის სომხეთიდან გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით“

03 სექ 2026

რუსული სამხედრო ბაზა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, თუ ისინი მის გაყვანას გადაწყვეტენ, წინააღმდეგი არ ვიქნებით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთს ბაზის საკითხი არასდროს დაუყენებია. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პირველ სექტემბერს განაცხადა, რომ თუ სომხეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქვეყანაში განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზა საჭირო აღარ არის, მოსკოვი სომხეთს დატოვებს.