ვითარება ახლო აღმოსავლეთში

03 სექ 2026

ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება მწვავდება - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანში სამხედრო ობიექტები დაბომბა. სამიზნეებს შორის იყო საჰაერო თავდაცვის სისტემები, საზღვაო ობიექტები და ნაღმების განთავსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

ირანმა რაკეტებით და დრონებით იერიში მიიტანა რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე. დარტყმები განხორციელდა იორდანიაზე, ბაჰრეინზე, ქუვეითზე და ერაყზე.

პარალელურად, ჰორმუზის სრუტეში ორი ნავთობის ტანკერი დაზიანდა. ინციდენტის ზუსტი გარემოებები ამ დროისთვის დადგენილი არ არის.