03 სექ 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს, კრისტოფ კამპს შეხვდა. მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვაზე, სამოქალაქო ინტეგრაციასა და თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ აჭარაში სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური თემის მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ყურადღება გამახვილდა რელიგიური თემების წარმომადგენლებთან დიალოგზე, ასევე საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებასა და ამ პროცესებში დიასპორების როლსა და მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს საქართველოსა და HCNM-ის წარმატებულ, ხანგრძლივ და შედეგებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას, რომელიც მხარეების თქმით, მჭიდრო დიალოგს ეფუძნება. მზადყოფნა გამოითქვა ასევე განხორციელდეს ერთობლივი ინიციატივები და პროექტები.