03 სექ 2026
თბილისის „დინამოს“ მიერ საბჭოთა კავშირის თასის მოპოვების 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა. 1976 წლის 3 სექტემბერს ფინალში ქართულმა კლუბმა ერევნის „არარატი“ მოსკოვში ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
“დინამომ“ თასი ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით მოიპოვა. ფინალში გოლები დავით ყიფიანმა, ფირუზ კანთელაძემ და რევაზ ჩელებაძემ გაიტანეს. ამ ისტორიული გამარჯვების 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად მემორიალური დაფა „დინამო არენის“ შესასვლელთან გაიხსნა.
საიუბილეო ღონისძიებაზე ასევე მოეწყო ილია ბაბუნაშვილის წიგნის „ჩემი გაზაფხულის ფეხბურთი“ პრეზენტაცია და გიგა გვენცაძის ფილმის „ახალი გუნდი (ფინალი №6)“ პრემიერა. საიუბილეო ღონისძიება სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.