03 სექ 2026
აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ამირან კუპრავას გამოფენა გაიხსნა. როგორც მხატვარი ამბობს, ესაა კონცეპტუალური ექსპრესია, რომელიც ვითარდება მეტაფიზიკურ მხატვრობაში. ესაა კავშირი ხილულსა და უხილავს შორის.
აღსანიშნავია, რომ მხატვარი ბოლო 5 წელია ფოთში მოღვაწეობს მანამდე კი დაახლოებით 25 წელი მოღვაწეობდა გერმანიაში, მას მოხატული აქვს ბერლინის ორი კედელი. მხატვრის ნამუშევრები გამოფენილია სხვადასხვა ქვეყნის გალერეებში და დაცულია კერძო კოლექციებში.
გამოფენა გალერეა ჩიგოგიძეში კი 11 სექტემბერამდე გაგრძელდება. ესაა რიგით მესამე პერსონალური გამოფენა, რომელიც ბათუმში გაიმართა.