პოლიციამ მიკროავტობუსის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

04 სექ 2026

თბილისში სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სატრანსპორტო საშუალებას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი გზით დაუფლებულ მიკროავტობუსს იმავე დღეს კახეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მიაკვლიეს და ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.