სტიქიიდან ცხრა დღის შემდეგ ნეპალის ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

04 სექ 2026

ნეპალში, წყალდიდობიდან 9 დღის შემდეგ, ორი ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, - ინფორმაციას ,,Reuters''-ი ავრცელებს. ისინი  ტრიშულიზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურის თანამშრომლები არიან. ორივე მათგანი კატმანდუს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოფიციალური პირები და მაშველები მიიჩნევენ, რომ 26 აგვისტოს მდინარე ტრიშულის ზემო დინებაში მყინვარის ჩამოშლის შედეგად, მდინარის გასწვრივ მდებარე ექვს ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებულ გვირაბებში, სულ მცირე, 900 ადამიანი აღმოჩნდა ჩარჩენილი.

შეგახსენებთ, ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად ნეპალში სულ მცირე 1 200 ადამიანი დაიღუპა და 4 200-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.