04 სექ 2026
ფსიქოანალიტიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია ამჯერად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში, ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ხელოვნების სივრცეში გაიმართა.
მონაწილეებს დისკუსიისა და ახალი საერთაშორისო კავშირების დამყარების შესაძლებლობა ჰქონდათ. კონფერენციის ფარგლებში ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“ წარადგინეს.
მონაწილეებს გადაეცათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.