სანიტარიული ჭრები საჩხერის სატყეო უბანზე

04 სექ 2026

ეროვნული სატყეო სააგენტო საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს. 

საჩხერის   ფიჭვის კულტურების მდგომარეობის შესწავლისას, სატყეო ენტომოლოგებმა ფიჭვის ხეების ხმობისა და დაზიანების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფიჭვების დასუსტების ძირითად მიზეზი 2023 წელს ძლიერი სეტყვის შედეგად მიღებული დაზიანებებია. სანიტარიული ჭრების დასრულების შემდეგ, ეროვნული სატყეო სააგენტო აღნიშნულ ფართობზე ტყის აღდგენის ღონისძიებებს განახორციელებს.