04 სექ 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო განცხადებების საფუძველზე გამოკითხვები დღესაც გაგრძელდება.
დღეს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე გამოიკითხებიან. არსებული ინფორმაციით, სასამართლოში, გამოკითხვაზე მივა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც.
საქმე ეხება უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტს, რაზეც მსჯავრდებული, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.
ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოკითხვებზე დაიბარა არაერთი პოლიტიკოსი, მათი ნაწილი გუშინ, საგამოძიებო ორგანოში უკვე გამოიკითხა. ნაწილი კი მისვლას არ აპირებს. საკითხი ბოლო რამდენიმე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია.