კატერების შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

04 სექ 2026

ბათუმში,  ორი კატერის შეეჯახების შედეგად დაშავებული 5 ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამ სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს.

ერთი დაშავებული, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელი იყო გუშინვე გაეწერა ბინაზე, ორი პაციენტი კი რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, კლიკაში აგრძელებენ მკურნალობას. 

ერთი 16 წლის მოზარდი პედიატრიულ განყოფილებაში თავის ტვინის შერყევით შევიდა. მამაკაცი კი, ასევე, თავის ტვინის ტრავმით ნეიროქირურგიულ განყოფილოებაში მკურნალობს.

როგორც ექიმები გვეუბნებიან, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და არ საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას. კიდევ ორ დაშავებულთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, შემთხვევის შედეგად ორივე მცურავ საშუალებაზე მყოფი ადამიანები ზღვაში ჩაცვივდნენ.  ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გაავრცელეს.

ფაქტზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.