04 სექ 2026
მოუწოდებენ თუ არა ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვადასხვა დროს აქციებზე დაკავებულებს, რომ შეწყალება ითხოვონ – მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა პარლამენტის თავმჯდომარის წერილი.
განცხადებაში შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ დაკავებულები ოპოზიციურმა პარტიებმა ბრმა იარაღად გამოიყენეს და ახლა მათ მიმართ გარე ძალები მორალურ ტერორს ახორცეილებენ. საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
გახარიას გუნდშიც მიაჩნიათ, რომ აქციების ორგანიზატორ პოლიტიკოსებს ბოდიში აქვთ მოსახდელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში ჩართეს.