პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „ვაიმარის სამკუთხედის“  დეკლარაცია მიიღეს

04 სექ 2026

პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „ვაიმარის სამკუთხედის“ დაფუძნების 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილი დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტი რომელიც სამმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბების 35 წლისთავს ეძღვნება და ადასტურებს სამი ქვეყნის მზადყოფნას, მომავალშიც განაგრძონ თანამშრომლობა. 

ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სამმხრივი კონსულტაციების ფარგლებში რადოსლავ სიკორსკიმ, იოჰან ვადეპულმა და ჟან-ნოელ ბარომ ევროპული და ტრანსატლანტიკური პოლიტიკის საკითხები განიხილეს. 

შეხვედრაზე დიპლომატებმა დაადასტურეს უკრაინისთვის ბრძოლის გაგრძელებაში მხარდაჭერის მზადყოფნა. ისინი შეთანხმდნენ, რომ სუვერენული უკრაინის გარეშე უსაფრთხო ევროპა ვერ იარსებებს. 

ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას გააგრძელებენ და თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.