ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი საქართველოში

04 სექ 2026

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიშელ ბუსკილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა უმასპინძლა.  

საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის მჭიდრო ისტორიულ, კულტურულ და ხალხთაშორის კავშირებს, მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები. განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.