04 სექ 2026
გაფართოების შემოდგომა ახლოვდება. ახლა ინტენსიური ხდება დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ მოვამზადოთ ჩვენი კავშირი ახალი წევრების მისაღებად, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ამასთან, არაფორმალურ ზოგად საქმეთა საბჭოს წინ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2026 წელი უკვე რეკორდული წელია და ბლოკი კიდევ უფრო მეტის მიღწევას გეგმავს. მისი თქმით, ზოგიერთ კანდიდატ ქვეყანას მოლაპარაკებების პროცესის დასრულება ამ ათწლეულის ბოლომდე შეუძლია.