05 სექ 2026
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ აპირებს ნატო-ზე თავდასხმას, მიუხედავად გერმანიის მიერ რუსეთის მიმართ გაჟღერებული ბრალდებებისა, რომელიც აეროპორტზე დრონებით თავდასხმებს მოჰყვა.
თეთრ სახლში მედიასთან შეხვედრისას „ფრანს პრესის“ წარმომადგენელმა სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა აშშ-ის პრეზიდენტს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინს ესაუბრება და მას კარგად იცნობს. მისი თქმით, სპეციალურ წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს მოსკოვში „ომის დასასრულებლად წინადადება მიაქვთ“.