ქართული აგროსასურსათო პროდუქციის გამოფენა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში იმართება

05 სექ 2026

ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, ერთ-ერთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე პირველად არის წარმოდგენილი. გამოფენა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში იმართება. აღსანიშნავია, რომ SIAL-ის ფორმატის საერთაშორისო გამოფენებზე ქართული აგროსასურსათო  პროდუქცია ჩინეთში, უკვე მესამედ არის წარმოდგენილი. სიალ გუანჯოუ ქართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ბიზნესპლატფორმაა, რომელიც პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრის, ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებისა და პროდუქციის საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენის შესაძლებლობას ქმნის. SIAL-ის საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოზიციონირების გაძლიერებასაც ემსახურება.