05 სექ 2026
საინვესტიციო ბიზნეს-ფორუმი გაიმართა კურორტ გოდერძიზე, რომლის მთავარი მიზანი გოდერძის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა, ახალი ინვესტიციების მოზიდვა და კურორტის ოთხსეზონიან განვითარებაში ბიზნესსექტორის ჩართულობის გაძლიერება იყო.
ღონისძიების ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კურორტის განვითარების ხედვა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტები წარუდგინეს.
შეხვედრის ორგანიზატორმა ორგანიზაციამ კი მონაწილეებს საქართველოსა და აჭარის მაკროეკონომიკური დინამიკა, ძირითადი სექტორების მიმოხილვა, ასევე გოდერძის განვითარების გეგმები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.
ერთ-ერთი ბანკის ორგანიზებით გამართული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა და აღნიშნა, რომ განვითარებული ინფრასტრუქტურა მაღალმთიან აჭარაში ახალი საინვესტიციო პროექტებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა კურორტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და გოდერძის განვითარების შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.