05 სექ 2026
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოკითხვები გრძელდება.
დღეს კითხვებს გიორგი ლილუაშვილი უპასუხებს.
უკვე გამოკითხულია 9 პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი და გია ხუხაშვილი. ყველა მათგანი აცხადებს, რომ ჯორბენაძის საქმეს არ იცნობს და მომხდარის შესახებ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გაიგეს.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მსჯავრდებულმა პრემიერ-მინისტრმა სუიციდის დადასტურებულ შემთხვევაზე შეთქმულების თეორიები შექმნა, რასაც ოპოზიციამაც მხარი დაუჭირა.