რუსებმა კიევისა და ბორისპოლის აეროპორტებს დაარტყეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

05 სექ 2026

რუსებმა კიევისა და ბორისპოლის აეროპორტებს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინა მოსკოვის ამ ნაბიჯს მომავალ კვირას, რუსეთის საჰაერო სივრცეში შესაბამისი ოპერაციით უპასუხებს. ამასთან უკრაინული მედიის თანახმად გასულ ღამეს   რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს, დაიღუპა 4 ადამიანი, - იერიში განხორციელდა ქალაქ კამიანსკეში საწარმოზეც, რის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. დნეპროპეტროვსკის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ალექსანდრ განჟას ცნობით, 5 სექტემბერი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.