06 სექ 2026
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა სამშვიდობო მოლაპარაკებებს „რთული“ უწოდა. ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და მათში მონაწილე შუამავლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
როგორც პუტინმა განაცხადა, „უიტკოფსა და კუშნერთან თანამშრომლობისას რუსეთი თავს კომფორტულად გრძნობს“.
„ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ, ამ ტიპის კონტაქტები ყოველთვის სასარგებლოა. აქ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მედიაციის ხარისხი და ჩართული მხარეების ნდობა. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ კომფორტულად ვგრძნობთ თავს ერთად მუშაობით“, – განაცხადა პუტინმა.