ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოკითხვები გრძელდება

06 სექ 2026

ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოკითხვები გრძელდება. გამოძიების ფარგლებში, გუშინ მეათე პირი გამოიკითხა. პოლიციის მთავარ სამმართველოში გიორგი ლილუაშვილი იმყოფებოდა. პარტია "საქართველოს" თავმჯდომარე ამბობს, რომ ჯორბენაძე გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ნახა.

11 პირის გამოკითხვა გამოძიებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მსჯავრდადებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, რასაც კონკრეტული პოლიტიკოსებისა და სხვა პირების საჯარო განცხადებები მოჰყვა.

უკვე გამოკითხულები არიან თავად ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია, გიორგი გიგაური, გია ხუხაშვილი და ირმა ინაშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, კითხვებს უპასუხეს ნანუკა ჟორჟოლიანმა, ხატია დეკანოიძემ და თაზო დათუნაშვილმა. ისინი აცხადებენ, რომ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე არაფერი იციან და ინფორმაცია ღარიბაშვილის წერილიდან შეიტყვეს. შეთქმულების თეორიები სუიციდის დადასტურებულ შემთხვევაზე - ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ოპოზიციასთან შეთანხმებულ კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ უმრავლესობაში.