06 სექ 2026
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიიღო, რომლებიც დღეს კიევში პირველად ჩავიდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტრამპის წარმომადგენლები კიევში მატარებლით ჩავიდნენ და სადგურზე მათ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები დახვდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოლაპარაკებები დაიწყო. საკითხთან დაკავშირებულმა ორმა პირმა Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ დისკუსიებში ასევე მონაწილეობენ მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გერმანიიდან, საფრანგეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან.