07 სექ 2026
პროექტის - „არ დავივიწყოთ ქართული 2026“ ფარგლებში, მონაწილე მოზარდებისთვის მეტყველების ღია მასტერკლასი გაიმართა. საგანმანათლებლო შეხვედრას პროფესიული მეტყველების ცნობილი სპეციალისტი, პროფესორი თამილა მეიშვილი უძღვებოდა.
სემინარის ფარგლებში, ექსპერტმა ახალგაზრდებს საკუთარი მდიდარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ვრცლად ისაუბრა ქართული ენის სიმდიდრეზე, ანბანის ფენომენსა და მართებულად ქართული მეტყველების მნიშვნელობაზე.
ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და თეორიულ ნაწილთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავდა. მონაწილეებმა შეასრულეს სპეციალური სავარჯიშოები, ენის გასატეხები და არტიკულაციის გასაუმჯობესებელი ტექნიკები, რომლებიც მიმართულია დიქციის ნორმების დაცვისა და საჯარო გამოსვლების უნარების განვითარებაზე.
პროექტი „არ დავივიწყოთ ქართული 2026“ მიზნად ისახავს მოზარდებში მშობლიური ენის პოპულარიზაციას, მეტყველების კულტურის ამაღლებასა და ახალგაზრდა თაობაში ენობრივი თვითშეგნების გაძლიერებას. მსგავსი პრაქტიკული მასტერკლასები მონაწილეებს ეხმარება არამხოლოდ თეორიული ცოდნის გაღრმავებაში, არამედ გამართული, დახვეწილი და დამაჯერებელი ზეპირი კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებაში.