08 სექ 2026
საუდის არაბეთში „ჰუსიტების“ იერიშების შედეგად, სულ მცირე, 73 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ,,Reuters"-ი ავრცელებს.
იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიციის წარმომადგენლის, პოლკოვნიკის ცნობით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანეს.
იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ იერიშები ივლისში განაახლეს, მას შემდეგ, რაც წითელ ზღვაში საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ გამოაცხადეს.