08 სექ 2026
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლებისგან რუსული მხარის მხრიდან „მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის“ შესახებ შეიტყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები ზამთარში კიევისა და მოსკოვის მიერ ომის დეესკალაციისკენ ნაბიჯების გადადგმის და უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას განიხილავს.
ზელენსიმ ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება არ სურს, თუმცა, შესაძლოა, დონალდ ტრამპმა მასზე ზეწოლა მოახდინოს.