ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი

08 სექ 2026

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი წალკაში. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით,  ადგილობრივმა მკვიდრმა, წალკაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, უკანონოდ მოიპოვა 4 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის საშეშე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა. მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.