შეხვედრა ტურისტული სააგანტოების წარმომადგენლებთან

08 სექ 2026

აჭარის მოლდოვის წამყანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები სტუმრობენ. უცხოელი ტურ-ოპერატორებისთვის დღეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შეხვედრა გამართა, რომელზეც მათ ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, სასტუმრო ინფრასტრუქტურა და ტურისტული პროდუქტები გააცნეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქართველი კომპანიების  წარმომადგენლებიც. გაიმართა მოლდოველი და ქართველი კოლეგების ორმხრივი შეხვედრები, სადაც ერთობლივი ტურისტული შესაძლებლობები და საქმიანი ურთიერთობები  განიხილეს.
ინფოტურის ფარგლებში, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მიმდინარეობს, ტუროპერატორები  ასევე ეწვევიან მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივ სამზარეულოსა და ღვინოს დააგემოვნებენ.
ინფოტურის შემადგენლობაში არიან წამყვანი მოლდოვური ტურსააგენტოების მენეჯერები, რომელთათვის აჭარა და ზოგადად, საქართველო ახალი ტურისტული მიმართულებაა. აჭარით დაინტერესებას ხელს უწყობს ბათუმსა და კიშინიოვს   შორის არსებული პირდაპირი რეისები.