08 სექ 2026
საქართველოს PISA-ს - მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის შედეგებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის განათლებისა და უნარების მიმართულების დირექტორი ეხმიანება. ანდრეას შლაიხერი საქართველოს მიღწევებს სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოს უწოდებს და ქართველ მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებს ულოცავს.
მისი შეფასებით, საქართველო იმ ქვეყნების მცირე ჯგუფშია, რომლებმაც PISA-ს ბოლო ციკლში, 2022 წლის შემდეგ, მოსწავლეთა შედეგები სამივე მიმართულებით მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გააუმჯობესეს. შლაიხერი განსაკუთრებით ხაზს უსვამს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწეულ შედეგებს, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოსთვის 2010 წლის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.
OECD-ის წარმომადგენელი ასევე საუბრობს განათლებაში თანასწორობის გაუმჯობესებაზე, მასწავლებლების როლსა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე. ამასთან, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მშობლების სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად ჩართვას ასახელებს.