ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

08 სექ 2026

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალის სექციაში Venice Spotlight, ხვალ რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის - „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. წელს სექციისთვის მხოლოდ 8 ფილმია შერჩეული. ფილმი საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, „შემოქმედებითი საქართველოს“, საზოგადოებრივი მაუწყებლის და სახელმწიფო პროგრამის ,,გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით არის გადაღებული. „გურია“ შვიდი ქვეყნის კოპროდუქციაა.
ფილმის სცენარის ავტორები ბორის ფრუმინი, ლევან კოღუაშვილი და გიორგი კეკელიძე არიან. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ლევან კოღუაშვილის ფილმს, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე - „ოსკარი“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში საქართველოს კანდიდატ ფილმად წარადგენს.