ზელენსკი - ტრამპის შეხვედრა შესაძლოა სექტემბრის მეორე ნახევარში გაიმართოს

08 სექ 2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრას სექტემბრის მეორე ნახევარში ელის.  ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ტრამპთან შეხვედრაზე ბალისტიკური რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების საკითხს განიხილავს. ასევე, მისი თქმით, უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამმხრივი ფორმატის შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა არსებობს.