ძარცვა საფრანგეთში, რენუარის მუზეუმში

08 სექ 2026

სამხრეთ საფრანგეთში პოლიცია ორ მძარცველს ეძებს, რომლებიც ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრის, ოგიუსტ რენუარის მუზეუმში შეიჭრნენ და "ხელოვნების ოთხი ნამუშევარი" მოიპარეს, - ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, გაქცევისას მძარცველებმა ერთ-ერთი ნამუშევარი გზაში გადააგდეს. ქალაქ კან-სიურ-მერის მერის,   განცხადებით, ორი პირი "ქალაქის ვიდეოთვალთვალის კამერებმა მაშინ დააფიქსირა, როდესაც ერთ-ერთ მოპარულ ნახატს აგდებდნენ". ვარაუდობენ, რომ მოპარული ნივთების საერთო ღირებულება დაახლოებით 9 მილიონ ევროს შეადგენს.