08 სექ 2026
ვოკალისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი “ოპერის ოქროს ხმა“ საკონკურსო მოსმენებით გრძელდება. პირველი ტურის შემდეგ საერთაშორისო ჟიური ფინალისთვის მონაწილეებს შეარჩევს, რომლებიც სპეციალური პროგრამით მაყურებლის წინაშე 12 სექტემბერს გალა კონცერტზე წარსდგებიან.
პარალელურად, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასებიც, რომლებსაც საოპერო მომღერლები _ ჯანლუკა ტერანოვა და ლუკა პისარონი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში ჩაატარებენ. შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი “ბათუმურის “რაფსოდია“ წელს მეხუთედ ტარდება.