08 სექ 2026
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით აჭარაში ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, მოქალაქეებს ატყუებდა, რომ ოქროს ნაკეთობების ბიზნესში თანხის დაბანდების სანაცვლოდ მათ მიღებულ მოგებას გაუნაწილებდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თერთმეტი დაზარალებულისგან მოტყუებით დაეუფლა 707 975 ლარსა და 296 000 აშშ დოლარს , რამაც დიდი ოდენობით - 1 541 734 ლარის ზიანი გამოიწვია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.