პოლიციამ აჭარაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

09 სექ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, მიმდინარე წლის ივლისში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.