პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

09 სექ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის,  რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულისგან განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

"პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი ჩხრეკისას, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული - 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

 

სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები", - აღნიშნულია ინფორმაცია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.