09 სექ 2026
ბათუმელი შემსრულებლის მერაბიკო დოლიძის ახალი სიმღერის კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. სიმღერის ტექსტის და მუსიკის ავტორი თავად შემსრულებელია.
არანჟირება ერეკლე დიდიას ეკუთვნის, კლიპზე კი ზვიად კონცელიძე მუშაობდა. კლიპის გადაღება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის ბათუმშია გადაღებული და მისი მთავარი შინაარსი სიყვარულია. თუმცა თავად შემსრულებელი დეტალებს კონფიდენციალურად ტოვებს და არ საუბრობს იმ ამბავზე, რომელმაც ეს სიმღერა 40 წუთში დააწერინა.
კლიპი, სახელწოდებით „ფოიერვერკი“, მერაბიკო დოლიძის პირველი საავტორო ნამუშევარია. კლიპის პრეზენტაციას, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მუსიკოსები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, კულტურის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე ესწრებოდნენ.