09 სექ 2026
საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის — ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება. 11.3 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობის შესახებ შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.
ხელშეკრულება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის გაფორმდა.
ბათუმი–სარფის ახალი გზა საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური დერეფნის დასავლეთის ბოლო მონაკვეთია. იგი ბათუმის შემოვლით მაგისტრალურ გზას საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვართან დააკავშირებს და ქვეყნის გავლით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.