შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი “ბათუმური რაფსოდია“

09 სექ 2026

შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი “ბათუმური რაფსოდია“ გრძელდება. მეოთხე საფესტივალო დღეს მასტერკლასები მიმდინარეობს. იტალიელი საოპერო მომღერალი, ცნობილი ტენორი ჯანლუკა ტერანოვა სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრას ატარებს.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში მასტერკლასები მომდევნო დღეებშიც ჩატარდება და მასში სხვა შემსრულებლებიც ჩაერთვებიან. 

ფესტივალის ფარგლებში, ასევე იმართება ვოკალისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი “ოპერის ოქროს ხმა“, რომლის გამარჯვებულსაც საერთაშორისო ჟიური 12 სექტემბერს გალა კონცერტზე დაასახელებს. შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი “ბათუმური რაფსოდია“  წელს მეხუთედ ტარდება.