შეხვედრა მასწავლებლებთან ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე

09 სექ 2026

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა მასწავლებლებთან. ღონისძიებას სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში გამარჯვებული 160 პედაგოგი ესწრებოდა. მათ სპეციალური დიპლომები გადაეცათ.

კონკურსი “პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ 2023 წლიდან ხორციელდება და მას უკვე 250-ზე მეტი გამარჯვებული ყავს. კონკურსით შერჩეული მასწავლებლები  ყოველთვიურად სახელფასო დანამატს ღებულობენ. სიახლეა პროექტი “ჩემი დამრიგებელი“, რომელსაც წელს 100 მონაწილე ეყოლება.

გრძელდება უცხოეთში სტაჟირების პროგრამაც. საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართულებით გამარჯვებული 10 მასწავლებელი პოლონეთში ერთკვირიან სტაჟირების კურსს ოქტომბერში გაივლის. მასწავლებლებთან შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.