იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ

09 სექ 2026

იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს დღეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ. ხელის 20 -ი ტრაქტორი იმ ვეტერანმა ფერმერებმა მოიღეს, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის ცერემონია ქუთაისის შპს სატრანსპორტო კომპანიის ეზოში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თანამშრომლობის თბილისის ოფისის კოორდინატორი. სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები. 

ვეტერანი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) თანამშრომლობის ფარგლებში გადაეცათ. ამ თანამშრომლობას კი  2017 წელს ჩაეყარა საფუძველი, რომლის ფარგლებშიც, თურქული მხარის თანადგომით, ვეტერანთა მხარდასაჭერად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროებში.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებას არამედ ვეტერანების რესოციალიზაციას და მათ აქტიურ ჩართვას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.