ზელენსკი კანადაში სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა

10 სექ 2026

უკრაინის პრეზიდენტი კალგარიში ჩავიდა, სადაც ის კანადის ლიდერებს შეხვდება და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავს. კანადის მთავრობის განცხადებით, ზელენსკისა და მისი მეუღლის, ოლენა ზელენსკას კანადაში ვიზიტი 11 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები კალგარიში, ტორონტოსა და ნორთ ბეიში, ხოლო ბანფში  ფორუმზე ზელენსკი კანადის კაბინეტის წევრებს სიტყვით მიმართავს.

კანადის მთავრობის განცხადებით, პროგრამა მოიცავს თავდაცვის, ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის, ასევე უკრაინის თავდაცვის, აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის საკითხებს. 

კანადაში ვიზიტამდე უკრაინის ლიდერი ნორვეგიაში იმყოფებოდა, სადაც მისი თვითმფრინავი დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დაგვიანებით ჩაფრინდა.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოლდოვიდან აფრენის დროს ზელენსკის თვითმფრინავს ლამის დრონმა დაარტყა.