გვარამია დარწმუნდა, რომ ხელისუფლებას ვერ შეცვლის, ამიტომ ოპოზიციაში, პოზიციების დასაკავებლად, ცეცხლი გაუხსნა „თავის სააკაშვილს” - ცოტნე ანანიძე

10 სექ 2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე ნიკა გვარამიას ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

ცოტნე ანანიძის შეფასებით, „ახალის“ ლიდერმა გააცნობიერა, რომ მმართველი გუნდის ჩანაცვლებას ვერ შეძლებს  და "ცეცხლი სააკაშვილს გაუხსნა".

„გვარამია დარწმუნდა, რომ ხელისუფლებას ვერ შეცვლის, ამიტომ ოპოზიციაში, პოზიციების დასაკავებლად, ცეცხლი გაუხსნა „თავის სააკაშვილს” და ზოგადად, ოპოზიციასაც“, - წერს ანანიძე.