არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე იმისათვის - ირაკლი კობახიძე

10 სექ 2026

არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული კონკრეტულ ადამიანებზე, გუნდის ყოფილ ლიდერზე იმისათვის, რომ ის იყო გახვეული კორუფციაში, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, იყო უამრავი პრობლემა, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ ყველაფერს ვერავინ გადაფარავს ყალბი კამპანიებით.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი მოვლენები ვითარდება ქვეყანაში.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი მოვლენები ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. იყო უამრავი პრობლემა და ამ პრობლემებს ვერავინ გადაფარავს ყალბი კამპანიებით. იყო სერიოზული პრობლემები კორუფციასთან დაკავშირებით. არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული კონკრეტულ ადამიანებზე, გუნდის ყოფილ ლიდერზე იმისათვის, რომ ის იყო გახვეული კორუფციაში. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს უბრალოდ არ ესმით, რომ კორუფცია არის ცუდი და რატომ შეიძლება, ვიღაც იყოს შენზე გაბრაზებული - ხალხი თუ გუნდი, იმის გამო, რომ შენ იყავი ჩართული კორუფციაში. ეს მათი საქმეა. ჩვენი საქმე არის სამართლის აღსრულება ყველა საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.