საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე სამ დეკლარაციას შეუერთდება

10 სექ 2026

პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი გრძელდება, რომელშიც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.  სამიტზე განხილვის მთავარი თემებია კოსმოსის უსაფრთხოება, ახალი ტექნოლოგიები და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო კოსმოსის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სამ სხვადასხვა დეკლარაციას შეუერთდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო მომავალშიც გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან და მონაწილეობას მიიღებს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. 

პრემიერ-მინისტრი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში გუშინ ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო ელისეს სასახლეში გამართულ შეხვედრაში, სადაც კოსმოსის საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და უსაფრთხოების თემები განიხილეს.