პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი მიმდინარეობს

10 სექ 2026

პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი მიმდინარეობს. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები და კოსმოსის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სამიტზე განიხილავენ კოსმოსურ ტექნოლოგიებს, თანამგზავრულ სისტემებს, ხელოვნურ ინტელექტს, კლიმატის ცვლილებასა და კოსმოსის უსაფრთხოებას. ემანუელ მაკრონმა ყურადღება ევროპული პროგრამების „კოპერნიკისა“ და „გალილეოს“ მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კოსმოსი დღეს უკვე ეკონომიკის, ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია. მაკრონის განცხადებით, ახალი კოსმოსური ეპოქის პირობებში ევროპისთვის სტრატეგიული დამოუკიდებლობის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.