10 სექ 2026
სოფელ ჩაქვისთავში დღეს სახალხო დღესასწაული „ჩაქვისთავობა“ გაიმართა. ღია ცის ქვეშ მოწყობილ სივრცეში ადგილობრივებსა და სტუმრებს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი ნივთები, მიმდინარეობდა სპორტული შეჯიბრებები, ასევე ტრადიციული კერძების მასტერკლასი. დღესასწაულს ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ვეტერანი ქორეოგრაფებიც შეუერთდნენ.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდნენ. მათ საპატიო „ჩაქვისთაველების“ დაჯილდოებაში მიიღეს მონაწილეობა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. ღონისძიების ფარგლებში საპატიო „ჩაქვისთაველის“ ტიტული სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ ადამიანებს გადაეცათ.
ცნობისთვის, „ჩაქვისთავობა“ ჩაქვისთავში ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი ადგილობრივი ტრადიციების, კულტურისა და სოფლის ისტორიის წარმოჩენაა.