მასტერკლასი ვოკალისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსის მონაწილეებისთვის

11 სექ 2026

ვოკალისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსის “ოპერის ოქროს ხმის“ მონაწილეებისთვის  მასტერკლასები გრძელდება. ბათუმის დრამატულ თეატრში ღია მასტერკლასი ჯანლუკა ტერანოვამ და ლუკა პისარონიმ ჩაატარეს.    

მასტერკლასის დასრულების შემდეგ მომღერლებმა ხაზი გაუსვეს  ახალგაზრდების მუსიკალურ  შესაძლებლობებს.

შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი “ბათუმური რაფსოდია“ წელს მეხუთედ ტარდება. ფესტივალი ხვალ  გალა-კონცერტით დასრულდება.