11 სექ 2026
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ახალ თავმჯდომარეს პაატა კეშელავას შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც უსკოში გაიმართა და უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრები ესწრებოდნენ, ერთობლივი საქმიანობის მიმართულებები, საერთო პრიორიტეტები და საკითხები განიხილეს.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, მსგავსი გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე საარჩევნო ადმინისტრაციების კოორდინაციის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ცესკოსა და უსკოს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და ახალი შესაძლებლობების განსაზღვრა.